S_T Dance Studio დაარსდა 2017 წელს პროფესიონალი მოცეკვავე სერგი წივწივაძის მიერ, რომელსაც სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც სპორტსმენს, ასევე მწვრთნელს.
სტუდია მდებარეობს ბათუმში და უკვე წლებია წარმატებით ამზადებს ბავშვებსა და მოზარდებს როგორც სამოყვარულო და პროფესიონალურ დონეზე, შეჯიბრებებისათვის.
ამ წლების განმავლობაში ჩვენმა სტუდიამ უკვე გაზარდა არაერთი საქართველოს ჩემპიონი და კვლავაც აგრძელებს თაობების გაზრდას.
ჩვენთვის მთავარი მიზანია — ბავშვებმა იპოვონ საკუთარი თავი ცეკვაში, შეიგრძნონ მოძრაობის თავისუფლება და მუსიკის რიტმი. ისწავლონ დისციპლინა და გახდნენ თავდაჯერებულები.
S_T Dance Studio გთავაზობთ პროფესიონალურ გარემოს, გამოცდილ მასწავლებლებს და კეთილმოწყობილ სივრცეს.
